JumpStart-ის ინფორმაციით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მშობიარობისთვის ყველაზე ცუდი ქვეყანაა.
ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ეროვნული ცენტრიის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ საქართველოში ყოველწლიურად 20-25 ქალი კვდება ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით. მათგან 3-4 თინეიჯერი გოგონები არიან.
მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილ დედათა რაოდენობა არის 36.
ამ მაჩვენებლით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.
ამავე მიზეზით რუმინეთში 31, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში 25- 25, უკრაინაში – 24, მოლდოვაში – 23, უნგრეთი – 17, თურქეთი – 16, ბულგარეთი – 11, სლოვაკეთი – 6, ბელორუსსა და ჩეხეთში 4- 4, ხოლო პოლონეთში 3 დედა იღუპება.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში გამოწვეულია დაბალი სქესობრივი განათლებით, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით და 19 წლამდე ასაკის გოგონებში ორსულობის მაღალი მაჩვენებლით.
სიტუაციიდან გამოსავალს ორგანიზაცია სკოლებსა და ოჯახებში სქესობრივი განათლების გაუმჯობესებაში; კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში ხედავს.