რეიტინგში, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად აქვეყნებს, ზედიზედ მეორე წელია, შვეიცარია ლიდერობს.
მეორე ადგილზე შვედეთი გავიდა, მესამეზე კი სინგაპური.
მიმომხილველებმა განსაკუთრებული ყურადღება იმას მიაქციეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც 2014 წლამდე მუდმივად პირველობდა ზემოხსენებულ რეიტინგში, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გამო.
რეიტინგის პირველ ათეულშია, ასევე, გერმანია, იაპონია, ფინეთი, ჰოლანდია, დანია და კანადა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სიაში სულ 139 სახელმწიფო მოხვდა. ამ ორგანიზაციის ექსპერტები რეიტინგს 1979 წლიდან პრესაში გამოქვეყნებული მონაცემებისა და გამოკითხვის შედეგად ადგენენ, რომელშიც წელს 139 ქვეყნიდან 13 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.