ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის წინ სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს. ამ წუთებში ადგილზე მყოფი სამართალდამცავები წინასაგამოძიებო მოკვლევას ატარებენ.
სუპერმარკეტის მეპარტრონის თქმით, წაღებულია ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომლებიც მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დამონტაჟებული.
ჯერჯერობით დაუდგენელია მოპარული თანხის რაოდენობა.