მაკედონია მიგრანტებს აღარ მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში შესვლის უფლება არცერთ მიგრანტს აღარ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი-მაკედონიას საზღვარზე 13 000-ზე მეტი ლტოლვილი იმყოფება.
მაუწყებლის ცნობით, მაკედონიამ საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სლოვენიამ ლტოლვილებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, ხოლო ხორვატიამ და სერბიამ განაცხადეს, რომ სლოვენიას მიბაძავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისა და თურქეთის მიერ ჩატარებული საიმიგრაციო სამიტის შემდეგ მიიღეს.
სამიტზე შემუშავებული გეგმის თანახმად თურქეთიდან საბერძნეთში ჩასულ ყველა ლტოლვილს თურქეთში დააბრუნებენ. ასევე საბერძნეთში ჩასულ ლტოლვილებს უკან, სირიაში გააბრუნებენ, რაც შეეხება თურქეთში მყოფ სირიელ ლტოლვილებს, მათ ევროკავშირში გადაასახლებენ.