ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხის განაწილების შესახებ ისაუბრეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გელა ჩავლეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხიდან _ 1 404 547 ლარიდან, 1 342 237 ლარი განაწილდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, რაც სპეციალურ დანართშია გაწერილი. იმავე თანხიდან 62310 ლარი გამოიყენება საქართველოს მთავრობის "საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ", პროექტების თანადაფინანსებისთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი თვალსაზრისი გამოხატა:
_რაკი დღეიდან ვიწყებთ გადანაწილებას, ხარჯვით ნაწილში შეიცვალა მიდგომა _ ეს არ იქნება ერთ პირთან მოლაპარაკება. გამოცხადდება ტენდერი, მოსახლეობასთან უნდა გვქონდეს აქტიური შეხვედრები, უნდა შევარჩიოთ მასშტაბური პროექტები და არ დაიქსაქსოს თანხა, რომ საქმე დარჩეს გაკეთებული, _ თქვა მან და საკრებულოს დეპუტატებს განუცხადა, რომპირადად თითონ მიდის გურიანთაში, შემდეგ კი სოფელ ოზურგეთსა და დაბა ნასაკირალში, სადაც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის გასაცნობად ადგილობრივ მცხოვრებთა კრებები გაიმართება.