გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლტოლვილებისთვის ბალკანეთის მარშრუტის დახურვას გმობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, ბალკანეთის მარშრუტის დახურვამ საბერძნეთი რთულ სიტუაციაში ჩააგდო.
როგორც ცნობილია, ავსტრიამ, სლოვენიამ, ხორვატიამ და ევროკავშირში არ შემავალმა ქვეყნებმა, კერძოდ, სერბიამ და მაკედონიამ ლტოლვილების ნაკადის შესამცირებლად მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
მისი თქმით, ავსტრიამ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო.
"ბალკანეთის მარშრუტის დაკეტვით ლტოლვილების ნაკადი შემცირდება, მაგრამ საბერძნეთი რთულ სიტუაციაშია, რის გადასაჭრელადაც ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,"_განაცხადა მერკელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი თურქეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს საბერძნეთი ლტოლვილების ნაკადს ვერ გაუმკლავდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე, იდომენის ბანაკში ამ დროისთვის 14 000-ზე მეტი ლტოლვილი იმყოფება.