ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
დღევანდელი მდგომარეობით, კუნძულზე სავაჭრო ობიექტებში ალკოჰოლის გაყიდვა ღამის საათებში იკრძალება.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავები ასევე გააკონტროლებენ ქუჩაში დალევას.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში პრეტენზიები გაჩნდა ტურისტების ცუდი ყოფაქცევის შესახებ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯარიმის ღირებულება 1 500 ევროდან დაიწყება და აღნიშნული თანხით შესაძლოა განათლების კურსები დაფინანსდეს.