ინგლისის მეფე გეორგ მესამე
საფრანგეთის მეფე კარლ მეექვსე
კარლ მეექვსის მამას, მეფე კარლ მეხუთეს, საფრანგეთში ჭკვიანი და პრაგმატული მეფის სახელი ჰქონდა, მისი შვილი კი სრულიად საპირისპირო სახელით შევიდა მსოფლიო ისტორიაში. შიზოფრენიის პირველი ნიშნები მომავალ მეფეს 24 წლის ასაკში აღმოუჩინეს, როდესაც იგი მონარქისთვის შეუფერებელ ჟესტებს აჩვენებდა სასახლის სტუმრებს. მეფის ავადმყოფობის ისტორიაში არაერთი მანიაკალური ეპიზოდია დაფიქსირებული. ერთხელ მეფემ, იმის გამო, რომ ნადირობისას შუბი დაკარგა, თავისი ოთხი მცველი მახვილით დაჭრა. გარდა ამისა, მას მიაჩნდა, რომ მისი ძვლები შუშის იყო, ამიტომ, მოითხოვდა, რომ ის ხელით ეტარებინათ და რკინის აბჯარს პრაქტიკულად არ იხდიდა. როდესაც კარლ მეექვსე შეშლილის ფსიქიკური შეტევები გახშირდა, იგი ჩამოაშორეს სახელმწიფოებრივ საქმეებს, მოგვიანებით კი შიზოფრენიის უმძიმესი ფორმა დაუდგინეს.
შვედეთის მეფე ერიკ მეთოთხმეტე
ერიკის სულიერმა ავადმყოფობამ დიდი უბედურება მოუტანა შვედეთის სამეფო ოჯახსა და მთლიანად ქვეყანას. ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ერიკმა ათასობით ადამიანი დასაჯა სიკვდილით. მას იმის გამოც კი შეეძლო ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება, რომ ის, უბრალოდ, იცინოდა ან არ იცინოდა. ერთხელ მეფემ მთელი ოჯახი ამოწყვიტა, იმის გამო, რომ ეს ოჯახი გავლენით სარგებლობდა გარკვეულ წრეში. ერთხელ მეფე ერიკმა გადაწყვიტა, თავისი ძმის როლი ეთამაშა, ხოლო ძმას მეფობა შესთავაზა, რომელმაც ისარგებლა მომენტით და შეშლილი ძმა ციხეში გამოკეტა. ერიკ მეთოთხმეტე თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, იგი თაგვის წამლით მოწამლეს.
ავსტრიის იმპერატორი, უნგრეთის მეფე ფერდინანდ პირველი
ფერდინანდი დიდი თავით დაიბადა, რადგან მისი მშობლები ერთმანეთისთვის ახლო ნათესავები იყვნენ და ადგილი ჰქონდა ინცესტს. ჰიდროცეფალიის გამო, რომელიც იმ პერიოდში არ იკურნებოდა, ფერდინანდი ეპილეფსიითა და სხვა სნეულებებით იყო დაავადებული. ავსტრიაში ცნობილია იმპერატორის საყვარელი ფრაზა: "მე ვარ იმპერატორი და მე მინდა პელმენები". დაუნის სინდრომით დააავდებული იმპერატორის ნაცვლად, სახელმწიფოს რეგენტები მართავდნენ. 1848 წელს ფერდინანდ პირველი ტახტიდან თვითნებურად გადადგა თავისი ნათესავის, ფრანც-იოსების სასარგებლოდ და დარჩენილი სიცოცხლე სოფლად გაატარა.