კარგი ქოლესტერინი ჯანმრთელობისთვის ყოველთვის კარგი არ არის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცუდი ქოლესტერინი სისხლის მიმოქცევას აფერხებს, ხოლო კარგი ქოლესტერინი სისხლს ცხიმებისგან და ცუდი ქოლესტერინისგან ასუფთავებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ჩატარებული კვლევის მიხედვით, კარგი ქოლესტერინის მაღალი დონე გულის დაავადებების რისკს ზრდის.
გავრცელებული ინფორმაციით, ზეითუნის ზეთის, თევზის და კაკლის ჭამა ჭარბი რაოდენობის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს წარმოშობს, რაც კარგი ქოლესტერინის სახელითაა ცნობილი და გულის შეტევას იწვევს.
კვლევის მიხედვით, მკურნალობის მიუხედავად, 1700 ადამიანიდან ერთს კარგი ქოლესტერინის დონე მაინც მაღალი რჩება, რაც გენის მუტაციით არის განპირობებული.
გავრცელებული ინფორმაციით, კარგი ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ადამიანებისთვის, ისევე როგორც მწეველებისთვის, გულის შეტევის რისკი 80%-ს შეადგენს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარის, პროფესორ ადამ ბატერუორსის თქმით, აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ექიმებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ კარგი ქოლესტერინი გულის დაავადებების რისკს ამცირებს.
"კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს კარგი ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს, რაც გულის შეტევის რისკს ზრდის, ხოლო ცოდნას, იცავს თუ არა კარგი ქოლესტერინი გულს დაავადებისგან, საფრთხის ქვეშ აყენებს,"_განაცხადა მან.
ვიდრე მკვლევარები ცდილობენ უპასუხონ კითხვას სასარგებლოა თუ არა კარგი ქოლესტერინი, მათი თქმით, გულის შეტევის რისკის პროგნოზირება მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს.
შეფილდის უნივერსიტეტში კარდიოლოგიის პროფესორის, ტიმ ჩიკოს თქმით, კვლევის მიხედვით, შესაძლებელია კარგი ქოლესტერინის მარალი დონის თავიდან ასაცილებლად მკურნალობის ახალი გზა განვითრდეს.
"ძირითადი ბიოლოგიის განსაზღვრა, რომელიც აკავშირებს მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპოტრეიდებს გულის შეტევასთან, შესაძლოა, მათ ასაცილებლად მედიცინაში ახალი გზა გაკვალოს,"_განაცხადა ჩიკომ.