სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს. ხოლო სფეროს ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს დავქემდებარებული სურსათის ეროვნული სააგენტო.
მოწმდება თუ არა გურიაში კვების ობიექტები, სკოლები საბავშვო ბაღები და რა სიხშირით. ვინ არის პასუხისმგებელი პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა თავი მავნე პროდუქტისგან. ამ თემაზე „გურია ნიუსის“ გადაცემაში „არჩევანი მე“ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამსახურის ინსპექტორმა ანა პაპავამ ისაუბრა.
მისი თქმით, იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალს, რომლის გეგმიური შემოწმებაც უნდა მოხდეს სააგენტო აწვდით:
_ ლოტოტრონის სიტემა მუშაობს ჩვენთან. სააგენტოდან მოგვეწოდება იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, სადაც უნდა განვახორციელოთ გეგმიური ინსპექტირება. უახლოეს მომავალში, ალბათ, ადგილზევე ჩავრთავთ ლოტოტრონს და მოსალონდელია, რომ ერთი და იგივე ბიზნესოპერატორი თვეში ორჯერ შემოწმდეს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას პაპავამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამსახურის ინსპექტორის ინფორმაციით, გურიაში დაახლოებით 2000-მდე ბიზნეს ოპერატორია და მათ 17 თანამშრომელი ამოწმებს.
_ ქალბატონო ანა, როგორ ახერხებს 17 ადამიანი 2000- მდე ობიექტის გადამოწმებას? მარტივი დათვლებით, ყველა ობიექტის გადამოწმებას მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლებთ…
_ წელიწადში ერთხელ მაინც ყველას უწევს შემოწმება, _ გვითხრა პაპავამ და აღნიშნა, რომ „ობიექტის წელიწადში ერთხელ შემოწმება შეიძლება არ იყოს საკმარისი“
ნახეთ გადაცემის სრული ვერსია: ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება _ არის თუ არა მომხმარებელი დაცული