უნივერსიტეტის პირველ კორპუსში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცადეს რექტორის კაბინეტში შეჭრა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ დატოვოს თანამდებობა.
ლადო პაპავა აცხადებს რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, რადგან ამას, მისი თქმით, უფრო მეტი დაპირისპირება მოჰყვება.
ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ასევე ის სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.
უნივერსიტეტში მიმდინარე აქციის პარალელურად, საკუთარი კანდიდატურა კანცლერის თანამდებობიდან მოხსნა გიორგი გაფრინდაშვილმა.
გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნას ოვაციებით შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ აქციების შეწყვეტას , სანამ არ გამოიძიებენ ე.წ. ოდეერების საქმეს.
"უნივერსიტეტი საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს ხელისუფლების კლანჭებისგან, უნივერსიტეტში არაფერი ესაქმება "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას "– აცხადებენ სტუდენტები.
შენიშვნა: ფოტოები გადაიღო ხვიჩა ყაზაიშვილმა