თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დროისთვის კვლავ დაძაბული ვითარებაა.
როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებული ხვიჩა ყაზაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ, უნივერსიტეტში 20-მდე უცნობი პირი შეიჭრა და ისინი შენობაში კვლავ იმყოფებიან.
"დაახლოებით, 15 -20 პირი შემოიჭრა ჩემს თვალწინ უნივერსიტეტში, რომლებიც სახეს მალავდნენ. ისინი იმ მხარეს გაიქცნენ საითან არიან დაბანაკაბული თვითმმართველობის მხარდამჭერები. ეს მოხდა, დაახლოებით, 15-20 წუთის წინ. დაცვის თანამშრომლები აქ არ არიან. შემოჭრა მოხდა პირველი და მეორე კორპუსის დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით. გვირაბი ჩაკეტილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა გატეხეს ორივე საკეტი, როგორც პირველ, ასევე მეორე კორპუსში და ასე შეძლეს შემოღწევა. სავარაუდოდ, ახლა ისინი თვითმმათველობის ბანაკთან ერთად ამ დრომდე შენობაში იმყოფებიან", _ ამბობს ყაზაიშვილი.
მისივე თქმით, ამ წუთებში უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
"ცდილობენ იმას, რომ ზეწოლა მოახდინონ რექტორზე და გადადგეს. ეს არის ამ რეგრესული ძალის მიზანი. როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტმა განაცხადა ისინი არაპირებენ შეაჩერონ ამ უცნობი პირების შემოსვლა და მოქმედება უნივერსიტეტში. როგორც მათ თქვეს ამის გაკეთება არ შეუძლიათ და რომ შეეძლოთ, არ გააკეთებენ.
გარდა ამისა, სხვა შემოსასვლელიდან ასევე შემოიჭრნენ პირები და მათ ცოტა ხნის წინ აქციის ორი მონაწილე და ორი ჟურნალისტი სცემეს", _ აცხადებს ყაზაიშვილი.
ამავე თემაზე:
გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა – აქციები კვლავ გრძელდება