4-13 მარტს ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს (I ლიგა დასავლეთის ზონა) ჩემპიონატი ჭადრაკში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ნაკრები გუნდი.
10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა ანა მეგრელაძე,(მწვრთნელი ელგუჯა ურუშაძე) მეორე ადგილი დაიკავა მარინა ღლონტმა. ვაჟებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა გუგა კილაძემ. სამივე მოჭადრაკე მონაწილეობას მიიღებს თბილისში 8-17 აპრილს გამართულ საქართველოს პირველობაზე, სადაც გამოვლინდებიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საგზურების მფლობელები.