თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტებისთვის პირველადი დახმარების ნივთების, საჭმლისა და მედიკამენტების შეტანას ითხოვენ.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სტუდენტების ნაწილს ეს ნივთები უკვე შეგროვებული აქვთ, თუმცა, დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში შეტანის უფლებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა ნაწილი შენობაში შესვლას დილიდან ვერ ახერხებს. ისინი უნივერსიტეტის ეზოში მშვიდობიან აქციას მართავენ. სტუდენტების მეორე ნაწილმა კი, რომლებიც თვითმმართველობის მხარდამჭერები არიან, შენობაში შესვლა მოახერხეს და რექტორის კაბინეტიც დაიკავეს.