თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ რექტორი ლადო პაპავა გადადგება, ისინი თვითმმართველობის წევრის სტატუსს მოიხსნიან.
"თუ გადადგება რექტორი ჩვენ ვიხსნით თვითმმართველობის სტატუსს და ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ამაზე რექტორთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, შიმშილობას დავიწყებთ", _ განაცხადა თვითმმართველობის წარმომადგენელმა გიორგი სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები დილიდან რექტორის კაბინეტში არიან შეჭრილები და ოთახის დატოვებას ლადო პაპავას გადადგომამდე არ აპირებენ.
მოგვიანებით მათვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შიმშილობა დაიწყეს, თუმცა, თვითმმართველობის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით შიმშილობა არ დაუწყიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე შიმშილობს თსუ-ს სამი პროფესორი, რომელთა მოთხოვნაც ლადო პაპავას თანამდებობაზე დარჩენაა.