თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრა დამთავრდა.
როგორც თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის პროფესორებს თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს.
"პროფესორებთან შედგა შეხვედრა და დიდი მადლობა მათ, რომ დაინტერსდნენ იმ საკითხებით, რასაც ვაპროსტესტებთ. მოვახსენეთ, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პიკეტირება რეალურად ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. გაჩერებულია სასწავლო პროცესი. დილით აქციაზე მოვუწოდეთ პოლიციას, რომ პირველი კორპუსის პიკეტრების საჭიროება აღარ არის, რადგან ჩვენი აქცია მე-2 კორპუსში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არ ვაპირებთ კაბინეტებში შეჭრას. შესაბამისად, ჩვენი აქცია გრძელდება . საღამოს თვითმმართველობის წევრები შევიკრიბებით,როგორც იცით ჩვენ რექტორს ერთ საათიანი დრო მივეცით გადასადგომად და არ გადადგა. შესაბამისად გვიან ღამით გადავწყვეტთ, რა იქნება ჩვენი სამომავლო გეგმა. გარდა ამისა, როგორც ვიცი,თვითმმართველობის რამდენიმე წევრი საბაურს შეურთდა და შიმშილობა დაიწყო,"_აღნიშნა ბახტურიძემ.
რაც შეეხება "აუდიტორია 115"-თან შეხვედრის შესაძლებლობას, როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, "აუდიტორია 115"-ის წევრები თვითონ უნდა მივიდნენ სტუდენტურ თვითმმართველობასთან სასაუბროდ.
"არაერთხელ განვაცხადეთ , რომ მათ აქვთ პროტესტი ჩვენს მიმართ და შესაბამისად, ისინი უნდა მოვიდნენ ჩვენთან სასაუბროდ,"_განაცხადა ბახტურიძემ.