"აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის შენობას ტოვებენ, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მათი განცხადებით, სამივე მოთხოვნა რაც სტუდენტებს ქონდათ, დაკმაყოფილებულია.
"ჩვენ ამ ბრძოლიდან გავდივართ გამარჯვებული. სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ოდეერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია, მოხსნილია კანცლერობის კანდიდატი და განათლების სამინისტრომ გასცა განკარგულება, რომ თვიმართველობის რეფირმირება მოხდეს."- აცხადებენ "აუდიტორია 115"-ის წევრები.
შეგახსენებთ, რომ "აუდიტორია 115"-ის წევრები უკვე რამოდენიმე დღეა უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ. ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, ისინი ითხოვდნენ არ გადამდაგრიყო რექტორი ვლადიმერ პაპავა.