დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის პროცესი განახლდა. პორცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ასევე, განიხილეს მტკიცებულებები. დაიკითხა "დელტაკომის" ხელმძღვანელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატების’" ლიდერები ირაკლი ალასანია, დავით ონოფრიშვილი, თამაზ შიოშვილი, თამარ კეკენაძე და ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ.
"დადასტურდა ის, რომ დელტაკომი აქამდე ტყუოდა და მთელი ბრალდება ტყუილზე იყო აგებული. ეს დადასტურდა უკვე სხვა მრავალი ჩვენებით და იმითაც, რომ "დელტაკომი" იტყუებოდა, როდესაც თქვა, რომ შს სამინისტროს პრაქტიკულად უფასოდ ემსახურებოდა. ამიტომ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ვინც ამ პროცესს ვაკვირდებით ერთი რამ არის ცალსახა, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. პროკურატურა პრაქტიკულად მთლიანად ბრალდების მთავარი ინსტრუმენტის გარეშე დარჩა და ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, რა მოლოდინიც გვაქვს, არის ის, რომ დადასტურდეს კიდევ ერთხელ სასამართლოს მიერ ამ ადამიანების უდანაშაულობა. იმედია, რომ სასამართლო უფრო მეტ დროს აღარ წაიღებს და ძალიან მალე დასრულდება პროცესები და ყველა ბრალდებული და ეჭვმიტანილი გამართლდება", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ „დელტაკომში ვანოსდროინდელი ოტუ-ს ანუ მოსმენები თვალთავალის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია მოკალათებული“.
"აი ძაღლისთავი სადაა ჩამარხული! დელტაკომში ვანოსდროინდელი ოტუ-ს ანუ მოსმენების, თვალთავალის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია მოკალათებული! ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაილაგა ურთიერთობები ამ კომპანიამ. და ყოფილი ჩამწერები მომსმენები ავადმყოფი მანიაკები დღესაც თბილად არიან! რას ეძებთ ბურკინაფასოში და გუადელუპეში? აქვე მიმოიხედეთ!" _ წერს პეტრიაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
ამავე თემაზე:
ალასანია და "კაბელების საქმე" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას მივესალმები – ხიდაშელი
პროკურატურამ "კაბელების საქმეზე" სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
პროკურატურის განცხადება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით
საიას მიაჩნია, რომ ე.წ. "კაბელების საქმეზე" დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან
"დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში" _ ირაკლი ალასანია
"ეს ის პროექტი იყო, რომელიც საქართველოს აწყობდა“ _ ფილმი კაბელების საქმეზე
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს საიდუმლო გრიფი ნაწილობრივ მოეხსნა
ირაკლი ალასანია: "მინდა, რომ ჩემთან ჰქონდეთ საქმე… მე დამიჭირონ"
პროკურატურა ე.წ. „კაბელების საქმეზე"
ომბუდსმენის თქმით, კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა