DAYLIMAIL-ის ინფორმაციით "ისლამურმა სახელმწიფო" აცხადებს, რომ სირიის ქალაქ პალმირაში ბრძოლის დროს რუსეთის და სირიის სამხედროები მოკლეს.
"ღმერთის ნებით რუსეთის 5 და სირიის არმიის 6 წევრი დაიღუპა", _აცხადებენ დაჯგუფებაში.
მათი თქმით, რუსეთის ოთხი ჯარისკაცი პალმირაში შტურმის დროს დაიღუპა, ხოლო ერთი ქალაქ დავაში მოგვიანებით გარდაიცვალა.
მაუწყებლის ცნობით, სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიაში რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა პალმირაში რუსეთის მრჩევლების ყოფნას არ უარყოფენ.
როგორც ცნობილია, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, თუმცა პალმირაში საჰაერო იერიში მოულოდნელი გადაწყვეტილების მიუხედავად არ შეჩერებულა.
"ჩვენი დამოკიდებულება ტერორიზმის წინააღმდეგ უცვლელი რჩება,"_ განაცახადა პუტინმა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქ პალმირაში სასტიკი ბრძოლა მძვინვარებდა.
როგორც ცნობილია, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ AAMAQ-მა ვიდეო გაავრცელა, სადაც სისხლიანი ცხედრები ჩანს.