იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველთა რვა კაციანი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
სამართალდამცველებმა ისინი იტალიის ტერიტორიის დატოვების დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაჯგუფების წევრების საცხოვრებლის ჩხრეკაც ჩაატარეს საიდანაც 290 ათასი ევრო ნაღდი ფული და 200 ათას ევროდ შეფასებული კი მობილური ტელეფონები, ოქროს ნივთები, სააღდგომო კვერცხები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები და სხვა ნივთები ამოიღეს.
დაკავებულთანგან რამდენიმე პირი იგივე დანაშაულისთვის ადრეც იყო დაპატიმრებული.