საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
"თითოეულ ჟურნალისტს, გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. მაღალი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში."-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.