ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში 5 მოკლე რადიუსიანი ჭურვი გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერო-ს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად საშუალო რადიუსზე მოქმედი ორი ბალისტიკური ჭურვი ისროლა.
როგორც ცნობილია, ფხენიანი უახლოეს პერიოდში ბირთვული ქობინით აღჭურვილ ბალისტიკურ რაკეტებს გამოცდის.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა სეულში ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების შემოღების შესახებ დღეს იმსჯელებენ.