20 მარტს, აჭარის დედაქალაქმა მასპინძლობა გაუწია ბათუმის ღია პირველობას კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ზესტაფონის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ლანჩხუთის, ბათუმის, შუახევისა და ქედის კარატისტთა გუნდებმა. აღნიშნულ ტურნირზე ლანჩხუთიდან მსაჯებად მიწვეულნი იყვნენ მერაბ თურქია და ლაშა ბერიძე.
ბათუმის ღია პირველობაზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 12 აღსაზრდელი მონაწილეობდა. მათ ხუთი ოზურგეთელი სპორტსმენიც დაემატა, რომელთაც მერაბ თურქიას აღზრდილი შოთა ღლონტი წვრთნის.
ხუთი ოქრო, ოთხი ბრინჯაო და ხუთი ვერცხლი -ასეთია გურულ კარატისტთა მონაგარი ბათუმის ღია პირველობიდან. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: კოკა ჩავჩიძე, ანდრო ჩხარტიშვილი, გუგა ივანაშვილი, გიორგი ზენაიშვილი და ლიზი თურქია. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ბათა დუმბაძე, აკაკი პატარაია, ლაშა კოსტავა და ანა დუმბაძე. ხოლო ბრინჯაოს დასჯერდნენ ზურა ბერიძე, ავთო ბურძგლა, ლუკა ლომაძე, დათო დუმბაძე და საბა ჭელიძე.
გუნდი ტურნირისთვის მერაბ თურქიამ, ლაშა ბერიძემ, მანუჩარ ჩხაიძემ და შოთა ღლონტმა მოამზადეს. უახლოეს დღეებში გურული კარატისტები საკუთარ შესაძლებლობებს ბორჯომის ღია პირველობაზე აჩვენებენ, რომელიც 27 მარტსაა ჩანიშნული. ბატონი მერაბ თურქია „გურია ნიუსთან “ საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენებურები ბორჯომის პირველობაზეც ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს და აქაც წარმატებით იასპარეზებენ.