21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოში ადამიანები, დაუნის სინდრომით, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვაა.
ამ დღესთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, საქველმოქმედო ასოციაცია "გურიას" ბენეფიციარებს ესტუმრა და ისინი ტკბილეულით დაასაჩუქრა.
"ადამიანები, რომლებიც არიან მზისშვილები სინათლით, სიხარულით, სიკეთით, ბედნიერებითა და უდიდესი სიყვარულით არიან გაჟღენთილები. ჩვენ განსაკუთრებული სითბოთი მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით. მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან,"- ამ სიტყვებით მიულოცა დღევანდელი დღე გია სალუქვაძემ ბენეფიციარებს.
სტუმრების საპატივსაცემოდ ოზურგეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ, საქველმოქმედო ასოციაცია "გურია"-მ ღონისძიებაც გამართა და ცენტრის ბენეფიციარები საკონცერტო პროგრამით იმ ადამიანთა წინაშე წარსდგნენ, რომლებმაც დღევანდელი დღის გაზიარება მათთან ერთად გადაწყვიტეს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე პირველად 2006 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ 21 მარტი მსოფლიო დაუნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
(R)