2022 წელს კატარში გასამართ მსოფლიო თასზე ჩასული გულშემატკივრები შეიძლება სტადიონთან ახლოს, ტრადიციულ ბედუინის სტილის ბანაკებში განათავსონ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ამ მსოფლიო თასზე ახლო აღმოსავლეთის სტუმართმოყვარეობასა და ერთგულებას ვაჩვენებთ,"_განაცხადა სპიკერმა.
მისივე თქმით, ისინი ვარსკვლავების ქვეშ დაძინებასთან დაკავშირებით მხარდამჭერების აზრის გაგებას ცდილობენ.
როგორც ცნობილია, ბედუინის ტიპის ბანაკები არაბეთისა და სირიის უდაბნოში მცხოვრებ ტომებისგან წარმოიშვა.