ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფეისბუქ გვერდზე მუქარის შემცველი შინაარისის წერილი მოვიდა. ავტორები იმუქრებიან, რომ მარტის ბოლომდე სხვადასხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო კადრებს გაავრცელებენ.
მუქარის შემცველი წერილის შესახებ მაუწყებელმა უკვე აცნობა შესაბამის სამსახურებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტელევიზიაში მაუწყებლის ვებ-გვერდის ხელმძღვანელი ანი თალაკვაძე დაკითხეს.