ბელგიური მედიის ცნობით, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს შუმანის სადგურში, რომელიც ევროკომისის და ევროკავშირის საბჭოს შენობების ახლოს მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში აფეთქებების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უკვე ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.