მეტროს სადგურ მაელბიქში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN, მეტროს ოპერატორის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მეტროს სადგური მაელბიქი ბრიუსელში ევროსაბჭოსთან ახლოს მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროში მომხდარ აფეთქებამდე თვითმკვლელმა ტერორისტმა აეროპორტში ორი აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი, აბდესლამი, რომელიც ბრიუსელში დააკავეს, ქალაქში ტერაქტს გეგმავდა.