KYIVPOST-ის ინფორმაციით, სასამართლომ ნადია სავჩენკო ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.
მოსამართლის განცხადებით, სავჩენკომ 2014 წლის 17 ივნისს უკრაინაში, ლუგანსკის ჩრდილოეთით, ნაღმმტყორცნებიდან დარტყმის დროს რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლის თანამშრომლები ანტონ ვოლოშინი და იგორ კორნელიუკი, ასევე რამდენიმე მოქალაქე მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ასევე ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა.
სავჩენკოს თქმით, ის იერიშის განხორციელებამდე ერთი საათით ადრე სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ რუსეთში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, პროკურატურა სავჩენკოსთვის 23 წლიან პატიმრობის მისჯას ითხოვდა.
მაუწყებლის ცნობით, საბოლოო განაჩენი შესვენების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკო შესვენების გამოცხადების დროს, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნს მღეროდა.