ევროპის ძეგლები სოლიდარობის ნიშნად ბელგიის დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პარიზში, სადაც ტერაქტი ოთხი თვის უკან მოხდა ეიფელის კოშკი წითელ, ყვითელ და შავ ფერებში ბელგიისადმი სოლიდარობის ნიშნად განათდა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთისა და ბელგიის საზღვარზე უსაფრთხოების მიზნით კონტროლი გამკაცრდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭეს თაღები, ხოლო იტალიაში ტრევის შადრევანი, ამსტერდამის სამეფო სასახლე და ათენის პართენონი, ასევე ბელგიის დროშის ფერებშია განათებული.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო ჩაბნელდა, ხოლო ნიუ იორკში, სავაჭრო ცენტრ მანჰეტენზე განათება შეიცვალა.