მე-19 საუკუნეში ზოგიერთი ყაჩაღისა და მძარცველის იარლიყს ისე მიაკერებდა გურულს, რომ არც საქმის და არც ისტორიის არსში არ იყო გარკვეული.
ასე მაგალითად, ჟანდარმერიის პოლკოვნიკის როჟანოვის წერილის მიხედვით, ტერმინი გურული ეტიმოლოგიურად აღნიშნავს ,,მუდმივ ყაჩაღს” – Вечный разбойник (! – ი. მ.) და ამას შემდეგნაირად ხსნის:
,,…ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან… თურქებთან მუდმივმა შეტაკებებმა (გოგოების გულისთვის), მეორეს მხრივ კი, შავ ზღვაზე მცურავ ვაჭრებზე საზღვაო თავდასხმებმა, გურულებისაგან შექმნა მამაცი და განვითარებული ყაჩაღები;
ყაჩაღობა იმდენად შევიდა მათ ჩვევებში… რომ თავადები, მემამულეები და მღვდლები სათარეშოდ თავის გლეხებთან ერთად დადიოდნენ. დღეს გურულები ქართველთა შორის წარმოადგენენ ყველაზე განვითარებულ და მებრძოლ ხალხს.” _ როგორც იტყვიან ხოლმე, კომენტარის გარეშე…
ირაკლი მახარაძის მომავალი წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში"
(გამომცემლობა ,,აზრი").
წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში.