თედო სახოკია გურიაში მოგზაურობისას წერდა: ,,…აქ იპყრობს ის სილამაზე სახისა, რომელიც გამჩენს მიუმადლებია აქაურ მკვიდრთათვის. ვინც ქალს ლამაზი სქესი დაარქვა, ალბათ, სახეში გურული ქალი ჰყავდა.
თეთრი ყირმიზი სახე, სურათი ცხვირი, შავ-ხავერდისებური, გამომეტყველი თვალები, რომელშიაც ვნებათაღელვაც იხატება და გულკეთილობაც (აქ იშვიათად შეხვდებით ლამაზს, მაგრამ მაცდურს, მოღალატე თვალებს).
მაღალი, კეტილსობილური სუბლი, მშვილდივით გადაჭიმული წარბები, მიჯრით მიწყობილი, ბროლივით კბილები, ყურყუმასავით შავი და გრძელი თმა – აი საზოგადო სახე აქაურის ბანოვანისა. ზიზღის მომგვრელ მახინჯი სახის ქალსა თუ კაცს აქ ვერ შეხვდებით.
მერე ყველა ტანადია, მოხდენით მოლაპარაკე… ესეც კია, რომ აქაური სილამაზე მეტად აზიზია, გამძლე არ არის, ჩქარა ,,ხუნდება“, აქაური ქალი 13-14 წლისა უკვე გასათხოვარია, ასაკოვანია.
საკმაოა, იგივე ქალი გათხოვდეს და ერთი წლის უკან ნახოთ შვილიანი, ხანდახან ნასახიც არ შერჩებათ იმ თვალისმომჭრელ სილამაზისა, რომელიც ასე უხვად ამშვენებდა და რომელიც მაყურებელსა ჰხიბლავდა.“
ირაკლი მახარაძე