საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკაშვილის და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს შედგება. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს:
"გიდასტურებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრება პრეზიდენტი“, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას ადმინისტრაციაში.
პრემიერის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ იქნება თუ არა საუბრის ერთ-ერთი თემა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები, რომელზეც ინფორმაცია დღის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით თანამდებობებს დატოვებენ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დატოვებენ.
თინა ხიდაშელი თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "მინისტრი ჩვეულ რეჟიმში მართავს შეხვედრებს და დღეს ოფიციალური შეხვედრით მიემგზავრება ერთ-ერთ ქვეყანაში".
კომენტარებს არც ზემოთდასახელებული სხვა მინისტრები აკეთებენ.