სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ფოტოების დათვალიერებას უსინათლოებიც შეძლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, "ფეისბუქის" ინჟინერმა, მეთიუ კინგმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც პროგრამა შიფრავს სურათს და ამბობს თუ რა არის გამოსახული.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა უკვე კითხულობს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა საკვები და მანქანები.