პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება იმის გამო მოხდა, რომ "პოლიტიკური გარემო უფრო მეტად პროგნოზირებადი ყოფილიყო და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება უკეთესად დაეგეგმათ საარჩევნო კამპანია."
ადმინისტრაციიის ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შედგა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რომელიც კონტრასიგნაციისთვის პრემიერთან არის გაგზავნილი, ტექნიკური რეგულაციები 8 აგვისტოს ამოქმედდება.