ფიქრობთ, რომ გისმენენ? მაშინ შეამოწმეთ თქვენი მობილური ტელეფონი.
ტელეფონზე აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია და დააჭირეთ OK
*#06#OK – ამ კომბინაციის მეშვეობით შეძლებთ გაიგოთ ნებისმიერი სმარტფონის უნიკალური ნომერი IMEI.
*#21#OK – ამ კომბინაციის მეშვეობით შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია მოქმედი გადამისამართების შესახებ. გაიგებთ, სხვა ხომ არ იღებს თქვენს ზარებს, შეტყობინებასა და სხვა მონაცემებს.
*#62#OK – ეს კოდი კი მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ ნომერი, რომელზეც არის გადამისამართებული თქვენი ნომერი.
##002#OK – ამ ნომრის მიხედვით შეგიძლიათ გამორთოთ გადამისამართება. ახლა ყველა შენს შეტყობინებას თუ ზარს მხოლოდ შენ მიიღებ.
*#30#OK – გაძლევთ ინფორმაციას შემოსული ზარის აბონენტის შესახებ.
*#33#OK – ეს კომბინაცია გაჩვენებთ ინფორმაციას დაბლოკილ ზარებზე, სმს-ბსა და სხვა მონაცემებზე.
სპეციალისტები გვირჩევენ აუცილებლად გასავალისწინებელ ფაქტორებს:
ელემენტის მაღალი ტემპერატურა – იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ტელეფონის ელემენტი ცხელია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აქტიურად იცლება. ეს სავსებით ნორმალურია აქტიური საუბრის დროს, მაგრამ თუკი აპარატს რამდენიმე საათის განმავლობაში ხელს არ კიდებთ და არც ზარებს პასუხობთ, პარალელურად კი ის მაინც საგრძნობლად თბილი რჩება, ესე იგი მის მექანიზმში რაღაც ხდება. მაგალითად, მუშაობს რომელიმე ჯაშუშური პროგრამა. რაც შეეხება ელემენტის სწრაფად დაჯდომას, გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში, როცა ელემენტს ვადა გასდის, მისი სწრაფად დაცლა გასაკვირი არ არის.
ხარვეზები საუბრის დროს. საეჭვოა ნებისმიერი ექო ან ხმაური, რომლებიც თან ახლავს საუბარს ნებისმიერ აბონენტთან და სხვადასხვა დროს. ზოგჯერ ასეთი ხარვეზები სიგნალის ცუდი მიღების ბრალია, თუმცა თუკი ხმაური რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტელეფონი ისმინება.
უცნაური პროცესები. თუკი აპარატი რომელიმე პროგრამას დამოუკიდებლად ააქტიურებს, ნათდება ეკრანი და სისტემა იტვირთება – სავარაუდოდ თქვენი საუბრები სხვასაც აინტერესებს. თუმცა ეს ყოველივე ასევე სისტემის ხარვეზიზგანაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
შეფერხება აპარატის გათიშვის დროს – ყურადღება მიაქციეთ შეფერხებას აპარატის გათიშვის დროს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ პროცესს საეჭვოდ დიდი დრო მიაქვს, თან ახლავს ციმციმი, აპარატის გათიშვის შემდეგ ეკრანი გარკვეული დროის განმავლობაში ანთია, ან გათიშვა საერთ არ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონს რაღაც სჭირს – ის ან ისმინება ან პროგრამულ ხარვეზთან გვაქვს საქმე.