საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" "სამეგრელოსთან" და "ბეთლემთან" მოგების შემდეგ მესამე გამარჯვებისთვის ემზადება.
დღეს ქალაქ ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონზე "მერცხალი" წყალტუბოს 'სამგურალს" ეთამაშება. რამდენად შეძლებს გამარჯვებების სერიის შენარჩუნებას ოზურგეთული კლუბი, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
"ყველა თამაში და გამარჯვება მნიშვნელოვანი არის "მერცხალისთვის." იმედია, რომ დღეს კიდევ ერთხელ მოგვიწევს გულშემატკივრების გახარება" – გვითხრა "მეგობრობის" სტადიონის დირექტორმა მამუკა გოგუაძემ.