გამოკითხულთა 15% "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს _ ასეთია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგი, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას.
გამოკითხულთა 9% უპირატესობას "თავისუფალ დემოკრატებს" ანიჭებს, 5% "ლეიბორისტებს; 5 % უჭერს მხარს "პატრიატთა ალიანსს".
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას ჯერ არ გადაუწყვეტია ვის დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებზე.
NDI-მ საქართველოს მასშტაბით კვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.