"ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხდა." – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 2015 წლის 15 სექტემბერს, "მაესტროს" ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ "გვერდზე გაიყვანა" და ახსნა-განმარტებები მოთხოვა.
ინციდენტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელი კითხვა დასვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია, ხოლო ეჭვმიტანილი პოლიციელი თავის ქმედებას იმ გარემოებით ხსნის, ვაჩიბერაძეს ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გასულ წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი.