900-იანი წლების დასაწყისის გურულების სასამართლოს შესახებ ირაკლი მახარაძის ახალ წიგნში "გურიის რესპუბლიკა" საინტერესო ჩანაწერია:
,,გურიის ზოგიერთ საზოგადოებაში სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს "დამამცირებელი ფორმები” ჰქონდა: ღალატში შემჩნეული ქალი – მთლად შიშველი, საყვარელს მხრებზე აკიდებული უნდა წაეყვანა ქმრის სახლამდე, ან ვირზე შემჯდარ შიშველ საყვარლებს მთელი სოფელი უნდა ჩამოევლოთ და საკუთარი ცოდვის შესახებ ყველასთვის მოეთხროთ;
ჩექმების ქურდს აიძულებდნენ ხელებზე წამოეცვა მოპარული ნივთი და ისე გაევლო მთელი სოფელი და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში მსგავსი განაჩენების გამოტანა შეაჩერეს (მსგავს მთოდებს იყენებდნენ საქართველოს სხვა მხარეებში და ამას იმით ამართლებდნენ, რომ ,,ესეთი გასამართლება გურიაში სცოდინაითო.” ).
თუ ყაჩაღობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი აღიარებდა დანაშაულს – პირველ შემთხვევაში მას აპატიებდნენ, მაგრამ აფრთხილებდნენ, რომ თუ ის არ შეეშვებოდა ამ საქმეს, ორმაგად დასჯიდნენ."