"ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის ინფორმაციით 20 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 6648 აბონენტს (ქალაქი ლანჩხუთი და აცანა, მამათი, შუხუთი, ნიგოეთი, გვიმბალაური და მიმდებარე სოფლები).
ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
1 საათით შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება ქვესადგურ ლესას 2467 აბონენტს (სოფლები: ლესა, ჩიბათი, ნინოშვილი, ნიგვზიანი, ჯურუყვეთი). ასევე, 2 ჯერ 5 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ქვესადგურ ხიდმაღალას და 35 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „ჩოლოქის“ მომხმარებლებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრში_ 7750 აბონენტს (სოფლები: ურეკი, შრომა, ნატანები, გრიგოლეთი, წყალწმინდა).