ინდოეთის ეროვნულ მუზეუმში ხანძარმა ფლორის და ფაუნის იშვიათი ნიმუშები გაანადგურა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მუზეუმში გაჩენილ ხანძარს 35 მეხანძრე ებრძოდა, რომელთაგან 7 დაშავდა.
ინდოეთის სახანძროს უფროსის, რაჯეშ პანვარის განცხადებით, მუზეუმის სახანძრო უსაფრთხოების მექანიზმები არ მუშაობდა,რის გამოც ცეცხლის ჩაქრობას დიდი დრო დასჭირდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.