ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსივე საკითხი დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერილ იქნა.
ერთ-ერთ საკითხად ქალაქის მერისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესის უფლების მინიჭების საკითხი იყო გატანილი, რამაც დეპუტატ ლევან მგელაძის უკმაყოფილება გამოიწვია _ როგორც მგელაძე აცხადებს, ქონების აუქციონის წესით გაცემა ბიუჯეტისთვის უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე იჯარა, აღნაგობა ან მსგავსი იურიდიული ფორმები.
ქალაქის მერისა და საკრებულოს წევრების მხრიდან საკითხის მრავალჯერადი ახსნა უშედეგო აღმოჩნდა _ დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ ლევან მგელაძე საკითხში ერკვევა, თუმცა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას განგებ ცდილობს, ამ ქმედების მიზანი კი ქალაქ ოზურგეთის მერიის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენებაა.
(R)