კომპანია "ეისითის" კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველდღიურ აქტივობებზე ქალისა და კაცის მიერ დახარჯული დრო თანაბარი არ არის. მიგნება ეყრდნობა კვლევისა და ფოკუს ჯგუფების მონაცემებს: დროის ბიუჯეტი _ იმ დროის გამოთვლა, რასაც ინდივიდი დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმის შესრულებაზე ხარჯავს, ეფექტურ ინსტრუმენტად ითვლება მოსახლეობაში გენდერული თანასწორობის პრობლემის აღმოსაჩენად.
ჯერჯერობით საქართველოში ორი ასეთი კვლევა ჩატარდა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კაცებს ქალებზე ორჯერ მეტი თავისუფალი დრო აქვთ (ქალი და კაცი საქართველოში, 2006). მეორე კვლევის თანახმად, დასაქმებული ქალების 77% დამატებით 2 საათზე მეტს ხარჯავს სახლის საქმეებზე.
ქალების მიერ შესრულებული უსასყიდლო სამუშაოს ოდენობა კაცებისას 13-ჯერ აღემატება. ფოკუს ჯგუფის მონაწილე ქალებისა და კაცების მიერ ცალ-ცალკე შევსებული დროის ცხრილი საინტერესო ინფორმაცია გვაწვდის, თუ როგორ აღიქვამენ ქალები და კაცები საკუთარი და პარტნიორის დროის გადანაწილებას. ყველა რეგიონში ქალები იმ საოჯახო საქმეების შესრულებაში არიან ჩართულნი, რომლებსაც კაცები არ ასრულებენ.
ამავდროულად, დამატებით ქალები მსხვილფეხა საქონელსაც უვლიან. კაცებს ავალიათ იმ გარკვეული საქმეების შესრულება, რომლებსაც ქალები არ ასრულებენ. ესენია: ზამთრისთვის შეშის შეგროვება ან სახლში დაზიანებული ნივთების შეკეთება. დროის გამოყენების ცხრილებმა, რომლებიც მონაწილეებმა ფოკუს ჯგუფების შეხვედრისას შეავსეს, ცხადყო, რომ ქალები კაცებზე დიდხანს შრომობენ და ძირითადად უსასყიდლო საოჯახო საქმეების შესრულებაზე. დღის განმავლობაში შრომაზე დახარჯული საათების რაოდენობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
სამეგრელოში განსხვავება ქალისა და კაცის მიერ დახარჯულ დროს შორის 2.5 საათი, ქვემო ქართლში – 3 საათი, აჭარაში – 3.5 საათი, სამცხე-ჯავახეთში – 4 საათი, ხოლო კახეთში – 8 საათია. კაცები ქალებზე მეტს მხოლოდ შიდა ქართლში შრომობენ, სადაც განსხვავება 2 საათს უდრის.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემების განზოგადება შეუძლებელია, რადგან ისინი თითოულ რეგიონში ერთ ან ორ ფოკუს ჯგუფშია მოპოვებული. თუმცა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემდეგი დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი: კაცები წლის განმავლობაში ოდნავ უფრო მეტ სამუშაო დღეს ხარჯავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ღირებულებათა ჯაჭვთან დაკავშირებულ აქტივობებზე (98.15), ვიდრე – ქალები (84.29), თუმცა მონაცემები რეგიონების მიხედვით განსხვავდება: აჭარაში ქალები უფრო მეტი დღის (92.2) განმავლობაში მუშაობენ, ვიდრე – კაცები (85.5);
სხვა რეგიონებში კი კაცები და ქალები თითქმის ერთნაირად შრომობენ. კახეთში კაცები გაცილებით მეტ დღეს (91.34) ატარებენ შრომაში, ვიდრე – ქალები (54.76). ყველაზე დიდი განსხვავება კი შიდა ქარ¬თლში დაფიქსირდა, სადაც კაცები წელიწადში 146.86 დღეს შრომობენ, ხოლო ქალები შრომაში 88.45 დღეს ატარებენ.
სეზონური მშრომელების სამუშაო დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ვერ ცვლის სურათს, რადგან ასეთების რიცხვი მცირეა: 17.00 სამუშაო დღე – კაცი და 15.90 სამუშაო დღე ქალი სეზონური მშრომელებისთვის. მეცხოველეობის ღირებულებათა ჯაჭვში ქალების მიერ დახარჯული სამუშაო დღეების რაოდენობა წლიურად 259.96 დღეს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით მცირე – 165.77 დღეა.
ყველა რეგიონში ქალი უფრო მეტ დროს ხარჯავს მეცხოველეობასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, ვიდრე – კაცი.
ყველაზე დიდი სხვაობა 130 დღე კახეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – 30 დღე სამცხე-ჯავახეთის რეგი¬ონში. მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების ღირებულებათა ჯაჭვზე დახარჯული სამუშაო დღეების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ყველა რეგიონში ქალები უფრო მეტს შრომობენ სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ვიდრე კაცები.
კაცები წლის განმავლობაში 263.92 დღეს ატარებენ შრომაში, ხოლო ქალები – 344.25 დღეს (80.33 დღე სხვაობა წელიწადში). ამასთან ერთად, ქალები სხვადასხვა საოჯახო საქმესაც ასრულებენ, რაც სხვაობას კიდევ უფრო ზრდის. ყველაზე დიდი სხვაობა ქვემო ქართლში დაფიქსირდა, მას აჭარის რეგიონი მოსდევს, ხოლო ყველაზე მცირე სხვაობა შიდა ქართლის რეგიონშია აღრიცხული.
გამოკითხული რესპონდენტების 14.5%-ს ხელი არასასმელ წყალზეც არ მიუწვდება
ისეთი საოჯახო საქმეები, როგორებიცაა საჭმლის მომზადება, სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა და უთოობა, ქალის მოვალეობაში შედის. კვლევის სამიზნე რეგიონებში არ გამოვლენილა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფლობის შემთხვევა (ფოკუს ჯგუფის მონაწილეებზე დაყრდნობით).
ქალები ამბობენ, რომ ჭურჭლის რეცხვა და უთოობა მუდმივად მათ უწევთ და ამას „დაუსრულებელ სამუშაოს“ უწოდებენ. იგივე შეიძლება ითქვას საჭმლის მომზადებაზეც, თუმცა, ქალებს ეს საქმე უფრო მეტად ეხალისებათ, რადგან ამით ოჯახის წევრებსაც და საკუთარ თავსაც სიამოვნებას ანიჭებენ. გამოკითხული რესპონდენტების 5%-ს სახლში სასმელი წყალი არ აქვს, ხოლო 14.5%-ს ხელი არასასმელ წყალზეც არ მიუწვდება.
საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ყველა რეგიონს არ წარმოადგენს, რადგან ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლს შიგნით წყლის სისტემის არარსებობას უჩივის, ასეთი რესპონდენტების 73.3%-ია. სხვა რეგიონებში პროცენტული მაჩვენებლები მცირეა, თუ არ ჩავთვლით სამეგრელოს რეგიონს, სადაც რესპონდენტთა 9.5%-ს სახლში წყლის სისტემა არ აქვს. ლიტერატურის მიმოხილვისა და ფოკუს ჯგუფების შედეგების მიხედვით, ნარჩენების გადაყრა ტრა¬დიციულად ქალის მოვალეობაა. კაცები ამ სამუშაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებენ, თუ სანაგვე ურნა სახლიდან შორსაა და მანქანით ტრანსპორტირებაა საჭირო, თუმცა ეს კვლევის მონაცემებით ნაწილობრივ დასტურდება, რადგან რესპონდენტების მხოლოდ 35.6% აცხადებს, რომ ნაგავს თვითონ ყრის და მათი უმრავლესობა ქალია.
28.3% ფიქრობს, რომ ნაგავს ოჯახის ყველა წევრი თანაბარი სიხშირით ყრის, ხოლო 20.0%-ის თქმით, ამ სამუშაოს ქმარიც ასრულებს და ცოლიც. პასუხებში გენდერული განსხვავებები დაფიქსირდა: მათგან (28.3%), ვინც ფიქრობს, რომ ნაგავს ოჯახის ყველა წევრი თანაბრად ყრის, 60% ქა¬ლია და 40% – კაცი; მათგან (20%), ვინც ფიქრობს, რომ ნაგავს ქმარიც ყრის და ცოლიც, დაახლოებით 55.1% ქა ლია და 44.9% -კაცი; • მათგან (35.6%), ვინც ამბობს, რომ ნაგავს თა ვად ყრის, 71.1% ქალია და 28.9% – კაცი.
ეს განსხვავება ქალისა და კაცის ქცევას შორის არსებულ რეალურ განსხვავებად უნდა ჩაითვალოს, რითაც დასტურდება, რომ ნაგვის გადაყრა ძირითადად ქალის მოვალეობაა. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალები კაცებთან შედარებით უფრო მეტად ასრულებენ როგორც პროდუქტიულ, ისე რეპროდუქციულ სამუშაოებს, რაც მათ ნაკლებ თავისუფალ დროს უტოვებს, თუმცა ფოკუს ჯგუფის მონაწილეების დიდი უმრავლესობის განცხადებით, ქალებს იმდენივე თავისუფალი დრო აქვთ, რამდენიც – კაცებს.
ამავ დროულად, ფოკუს ჯგუფების მონაწილე კაცები აზრით, ქალის მოვალეობა, გაზარდოს ბავშვები და მისდიოს „ქართულ ტრადიციებს“ – ეს გენდერული როლების განაწილების ტრადიციული აღქმაა. სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში დროისა და როლების გენდერული განაწილების მსგავსი სურათი გვხვდება 2008 და 2009 წლებში (ALCP (მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა), Mercy corps, 2011;
შვეიცარიის განვითარების ფონდის გენდერული ანალიზი, 2011) ჩატარებული კვლე¬ვებისა და ფოკუს ჯგუფების საშუალებით მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ დოკუმენტებში. ქალისა და კაცის პროდუქტიული როლები მეტნაკლებად თანაბრად არის გადანაწილებული, თუმცა რეპორდუქციული ფუნქციები უფრო მეტად ქალებს აკისრიათ.
იგივე შედეგები აჩვენა 2015 წელს ALCP-ს მიერ აჭარაში ჩატარებულმა კვლევამ ქალებზე.
ამ კვლევას დამატებითი ღირებულება აქვს, რადგან მკაფიოდ აჩვენებს გენდერულ განსხვავებებს დროის განაწილების კუთხით სოფლის მეურნეობასა და საოჯახო საქმეებში. ქალები უფრო მეტად არიან ჩართულნი მეცხოველეობის ღირებულებათა ჯაჭვში და ზოგიერთ რეგიონში ეს მიწათმოქმედების ღირებულებათა ჯაჭვსაც ეხება. ორივე ღირებულებათა ჯაჭვზე დახარჯული დღეების რაოდენობა ყველა რეგიონში დაუბალანსებელია.
აქედან გამომდინარე, ქალებს ნაკლები დრო რჩებათ სათემო ან გასართობ აქტივობებში ჩართვისთვის. ფოკუს ჯგუფების კაც მონაწილეებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ქალის შრომისა და დახარჯული დროის ფასი. მაგალითად, მათი აღქმით, საოჯახო ტექნიკა – სარეცხი მანქანა და მტვერსასრუტი ქალებს სრულიად ათავისუფლებს შრომისგან, თითქოს საოჯახო საქმეები ადამიანური ჩარევის გარეშე სრულდებოდეს. ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ადამიანები არასწორად აფასებენ იმ საქმეებს, რაშიც თავად პირადად არ მონაწილეობენ.
შესაბამისად, ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ ქალები აუცილებლად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან კაცებს არ შეუძლიათ მათი ინტერესების სრულფასოვნად წარმოდგენა. კა ცის გაზრდილი ჩართულობა უსასყიდლო საოჯახო საქმეებში კიდევ ერთ მიზანს/ამოცანას წარმოადგენს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქარ¬თველოშიც, უწევენ ადვოკატირებას.
თითქმის ყველა რეგიონში ქალები კაცებზე უფრო მეტს მუშაობენ
გენდერული შრომის გადანაწილება აგრარულ საქმიანობებში გენდერული შრომის გადანაწილება გვხვდება აგრარულ საქმიანობებში. ეს მიგნება ეფუძნება ფოკუს ჯგუფისა და კვლევის მონაცემებს: პროდუქტიული დავალებები გაყოფილია ქალებსა და კაცებს შორის. ზოგადად, ქალები უვლიან საქონელს და ფრინველებს, კაცები პატრონობენ ვენახსა და სკებს. ფოკუს ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს გენდერული შრომის გადანაწილების ორი არგუმენტი: კაცები ასრულებენ ფიზიკურად მძიმე სამუშაოებს; საქმეს, რომელსაც ძლიერი ფიზიკური ამტანობა სჭირდება (მსგავსი მიგნებები მივიღეთ 2011 წელს, ბაზრის გაერთიანებები სიღარიბის წინააღმდეგ), მაშინ, როცა ქალები ასრულებენ შედარებით მსუბუქ სამუშაოებს.
მეორე არგუმენტი იყო ის, რომ კაცები და ქალები ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რაც უკეთ გამოსდით. ორივე მათგანი შეიძლება მიჩნეულ იყოს ისეთ არგუმენტებად, რომლებიც ამყარებენ გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებს. იგივე არგუმენტებია გამოყენებული აგრარულ საქმიანობებში შრომის გადანაწილებისას: ქალის ბუნება უკეთ ეწყობა მოსავლის გადარჩევას, რადგანაც ისინი უკეთ ასრულებენ დეტალურ სამუ შაოს, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ კაცებს არ გააჩნიათ საკმარისი „ნებისყოფა“ მსგავსი რუტინული სამუშაოების შესასრულებლად.
ქალებს უკეთ გამოსდით მოწველა, ხილის გადარჩევა, ქალები უფრო სწრაფად აკეთებენ ამას; ქალებისთვის ეს უფრო ადვილად შესასრულებელი საქმეა; – ქალებს უკეთ გამოსდით რეცხვა;
ქალებმა უკეთ იციან, როგორ გააშრონ/ჩამოკიდონ თეთრეული (ფოკუსური ჯგუფური დისკუ¬სიები). ქალებისთვის მძიმე სამუშაოს მხარდასაჭერად, აჭარაში „Mercy Corps“-ის პროექტების ფარგლებში, რომელიც SCO-ს მხარდაჭერით განხორციელდა, რძის შემგროვებელი რამდენიმე მცირე ცენტრი გაიხსნა.
შედეგად, ქალებს შეუძლიათ საღი რძის ჩაბარება და მათ არ უწევთ ყველის ამოყვანა ან სხვა რძის პროდუქტების დამზადება, ბაზარში სიარული და პროდუქციის გასაყიდად დროის ხარჯვა. ამან გამოათავისუფლა მათი დრო, შეამსუბუქა მათი სამუშაო დატვირთვა და როგორც ერთ-ერთმა მთა ვარმა ინფორმანტმა აღნიშნა, დონორები დადებით გამოხმაურებას ღებულობენ პროექტში ჩართული ქალებისგან.
აგრარულ სექტორში სამუშაო ძალის გენდერული გადანაწილების მიმართ დამოკიდებულება ოჯა¬ხებში გამჯდარ სტერეოტიპებს ეფუძნება. ქალები აღიქმებიან ფიზიკურად სუსტ, ხოლო კაცები _ ძლიერ არსებებად და მიიჩნევა, რომ კაცს და ქალს სხვადასხვა სამუშაო უკეთესად გამოსდით. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მტკიცებულებას ასუსტებს ჩვენი მიგნება: კერძოდ, თითქმის ყველა რეგიონში ქალები კაცებზე უფრო მეტს მუშაობენ, ქალების მიერ გაწეული სამუშაო დღეების რაოდენობა საშუალოდ წელიწადში 80 დღით აღემატება კაცე¬ბის მიერ ნამუშევარ დღეებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მიიჩნევიან სუსტებად, ისინი ყველა რეგიონში კაცებზე მეტს მუშაობენ.
ინფორმაციისთვის, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასების კვლევა განხორციელდა კვლევითი კომპანია „ეისითის“ მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის გან ვითარების თანამშრომლობის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით.