ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უკვე შესყიდული 4 ჰექტარისა და შესაძლო 29 ჰექტარის ყიდვას ეხმაურება ფრაქცია ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი.
ანი მიროტაძე შესაბამის უწყებებს მიმართავს და აუქციონის შეჩერების ინიციატივით გამოდის.
"მერიისგან უფრო მეტი არგუმენტი არის საჭირო, დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ტერიტორიების გადაცვლა.
მოვუწოდებდი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომ თუ არის შესაძლებლობა, რომ შეჩერდეს აუქციონი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ იქნება, იქნებ, შეჩერდეს აუქციონი“, _ განაცხადა მიროტაძემ.