საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, კრწანისის-შინდისის დამაკავშირებელი გზისთვის განკუთვნილი 29 ჰექტარი ფართობი ტერიტორიის შესაძლო შეძენაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ბიძინა ივანიშვილს რომელიმე აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ექნება, ის ისეთივე მოქალაქეა, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი და მასაც აქვს უფლება, რაღაცა იყიდოს.
მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი, ისედაც გაცემული აქვს ამ ქვეყნისთვის.
თუ პროცედურებში ვინმე რამე ხარვეზს ხედავს, უნდა დაასაბუთოს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, დღეს არის ჩანიშნული აუქციონი, სადაც ცნობილი უნდა გახდეს აღნიშნული ნაკვეთის ახალი მფლობელის ვინაობა.