უქმე დღეების შემდგომ, პირველსავე სამუშაო დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ რამდენიმე ა(ა)იპ-ში რეიდი ჩაატარა და სამუშაო საათებში თანამშრომელთა დასწრება გადაამოწმა.
ამ მიზნით, ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთანებას, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ეკონომიკის, ტურიზმის და განვითარების ცენტრსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრს სტუმრობდა.
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შესაბამის სამსახურებში რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე არ იმყოფებოდა, რაზეც გამგებელმა სამსახურის ხელმძღვანელობას ახსნა-განმარტების დაწერა მოთხოვა.
"ყველამ უნდა დაიცვას დისიპლინა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ ვალდებულებას, არავის არ მოვერიდები, წესრიგი დაამყარეთ, თორემ პასუხი ხელმძღვანელობას მოგეთხოვებათ", _ განაცხადა ურუშაძემ.
შენიშვნა: ფოტო ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახური