საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა, წელს მიიღონ, _ აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა RFE/RL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის, კოსოვოს და თურქეთის ვიზალიბერალიზაციის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქვთ ქვეყნებს წინსვლა და შეესაბამება თუ არა ეს ევროკავშირის მოთხოვნებს.
ჰანის თქმით, საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის მიღებისთვის, ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებად ყველაფერი გააკეთეს.
"2015 წელს საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა შეასრულეს, მათ შორის დიდი ძალისხმევით ებრძოდნენ კორუფციას. ამავე დროს თურქეთი და კოსოვო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებელ გზაზე ჩამორჩნენ,"_განაცხადა ჰანმა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ, ასევე თურქეთმაც ვიზა ლიბერალიზაცია ერთდროულად უნდა მიიღონ.