საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს რომ იაქტიურონ და საზოგადოებას ამოქმედებული საწარმოები შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ:
„მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციების ჩვენს საზოგადოებამდე მიტანის პროცესში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თითეული ასეთი პროექტი განსაზღვრულია იმისთvის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ძალიან ხშირად, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა" _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მანვე, ეკომონიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა:
"მინდა, მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს. მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამოდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ _ არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, ყველა თქვენთაგანს მოვუწოდო, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცiა მივაწოდოთ საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.