გასულ კვირას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ საკრებულოს გასული წლის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშს თან აუდიტის დასკვნაც ერთვოდა, რომელშიც რამდენიმე საყურადღებო დეტალია.
დეპუტატებს როგორც ანგარიშთან, ასევე აუდიტის დასკვნასთან დაკავშრებით კითხვები მრავლად ჰქონდათ. განსაკუთრებული აქტიურობით ოპოზიცია გამოირჩეოდა.
საკმაოდ ხანგრძლივი სხდომის დეტალების განხილვას გადაცემის სტუმრებთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან მაია პაიჭაძესთან და საკრებულოს ფრაქცია ეროვნული ფორუმის თავმჯდომარესთან ქეთევან სიხარულიძესთან ერთად შევეცადეთ.